ესპანელთა ისტორიული შედეგი

ესპანელთა ისტორიული შედეგი

ესპანური კალათბურთი განვითარების კუთხით უმაღლეს დონეზე ავიდა – 2022 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე მათი ზრდასრული და ახალგაზრდული ნაკრებები მინიმუმ ფინალში გავიდნენ.

null

ესპანელმა ახალგაზრდებმა რამდენიმე თვის წინ მოიგეს U20 და U18 ევრობასკეტი, U16-მა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო, ხოლო U17-მა მსოფლიოს ჩემპიონატის.

ესპანელ გოგონათა ნაკრებმა (U20) იოლად მოიგო ევრობასკეტი, U18 და U16-ის ნაკრებებმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატებზე. რათქმაუნდა ფინალის გარეშე არც U17-ის ნაკრები დარჩენილა – მსოფლიოს ჩემპიონატზე მათ მეორე ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევრობასკეტ 2022-ის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

null

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა ესპანეთის ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა ლორენცო ბრაუნმა. ევრობასკეტზე გამართულ 8 შეხვედრაში უკანახაზელმა უკვე 110 ქულა და 55 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ესპანური კალათბურთის ისტორიაში ერთ კონკრეტულ კალათბურთელს არასდროს ქონდა დაგროვილი 100 ქულაზე და 50 შედეგიან გადაცემაზე მეტი.

null

მსოფლიო კალათბურთის ფედერაციამ გამოავლინა ის 4 ქვეყანა, რომლებიც 2025 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

FIBA-ს გადაწყვეტილებით, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების მასპინძლები ლატვია, კვიპროსი, ფინეთი და პოლონეთი იქნებიან.

2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის სტადია ლატვიაში გაიმართება.