“ეს იყო უმაღლესი დონე” – დენა უაითმა გიგაზე ისაუბრა [VIDEO]

18:37 / 29 აგვ 2021
“ეს იყო უმაღლესი დონე” – დენა უაითმა გიგაზე ისაუბრა [VIDEO]

გიგა ჭიკაძის ბრწყინვალე გამარჯვებას ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ, უამრავი მებრძოლი და გულშემატკივარი ძალიან დადებითად გამოეხმაურა. ამ პერფორმანსით გიგამ ბევრის თვალში UFC-ს საუკეთესო სტრაიკერის სტატუსი მოიპოვა. პრესკონფერენციაზე აღფრთოვანება ვერც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დამალა:

“გიგა ძალიან მაგარია. მე აღტაცებით ველოდებოდი ამ ბრძოლას და ის შედგა. ეს იყო High level sh*t (უმაღლესი დონე). მე ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ გიგამ სატიტულო ბრძოლის რეზერვად შემოგვთავაზა თავი და მაქს ჰოლოუეიც გამოიწვია, თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, ეს შემდგომ გარემოებებზეა დამოკიდებული.
საოცარი ბრძოლა იყო, ვიმეორებ ეს იყო უმაღლესი დონე – თუ შენ MMA-სთან რაიმე გაკავშირებს და ეს ბრძოლა გამოტოვე, ბევრი დაკარგე”