ეს კოლუმბიაა… ფანებმა თავიანთ ფეხბურთელებს სცემეს (+video)

ეს კოლუმბიაა… ფანებმა თავიანთ ფეხბურთელებს სცემეს (+video)

კოლუმბიაში თამაში შეწყდა და დეპორტივო კალის გულშემატკივრებმა თავიანთი კლუბის ფეხბურთელს სცემეს: თანაც საკმაოდ ცნობილს, კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ტეოფილო გუტიერესს.

თვითონ დეპორტივო კალიც, როგორც იცით, სახელიანი და ტრადიციული კლუბია, მაგრამ ახლა ბოლო ადგილზეა. გუნდი გასვლაზე კორტულუას ეთამაშებოდა და 0:2-ს აგებდა. 81-ე წუთზე სტუმართა ქომაგები შევარდნენ მინდორზე და ფეხბურთელებიც აქეთ-იქით გაიფანტნენ, თუმცა ზოგიერთი დარჩა და სწორედ მათ მოხვდათ. მთავარი მწვრთნელი მაიორ კანდელოც ნაცემი იყო.

სულ 1400-მდე ადამიანი იყო მინდორზე. მატჩი შეწყდა, ანგარიში კი ძალაში დარჩა.