„ეს პასი მუზეუმისთვისაა“

„ეს პასი მუზეუმისთვისაა“

ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში, მატჩის მე-80 წუთზე, რეალი ჩელსის 0:3-ს აგებდა. ამ დროს საქმე ლუკა მოდრიჩმა გააკეთა.

ხორვატმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მიმოიხედა, სიტუაცია შეაფასა და გარე ტერფით ბრწყინვალე პასი გააკეთა – როდრიგოს მხოლოდ გატანა მართებდა.

გარე ტერფით პასს ტრიველა ჰქვია. ასეთი პასები ლუკას უყვარს.

„ეს პასი მუზეუმისთვისაა“ – ფაბრიციო რომანო.

ტოპ მწვრთნელებს რა რეაქცია ექნებოდათ?

მოდრიჩამდე, ამ საქმეში პირველ კაცად კვარეჟმა ითვლებოდა. ამ პასის უპირატესობებს ის ასე აღწერს:

„ამ პასის მთავარი ღირსება ის არის, რომ მცველს წარმოდგენა არ აქვს ბურთი საით წავა. ეს ჩემი საყვარელი ფინტია