ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე შვიდი ლეგიონერით

16:24 / 17 ივნ 2022
ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე შვიდი ლეგიონერით

უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე სათამაშოდ იტალიაში გაემგზავრნენ.

მარტყოფის ბაზაზე ხუთკვირიანი საწვრთნელი შეკრების დასრულების შემდეგ მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს. ამათგან შვიდი ლეგიონერია. ესენია: სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე), დავით გველესიანი (პროვანსი), ნიკა სუთიძე (ლა როშელი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ალექსანდრე ბურდული (ნარბონი),ბექა შვანგირაძე (ორიაკი) და მატის მოდებაძე (მონპელიე).

ექვსი ერის ოცწლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული:  A ჯგუფში ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ. B ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის შემდეგ, გუნდები მეოთხე სათამაშო დღეს დაკავებული ადგილების მიხედვით პლეი ოფის შეხვედრებს გამართავენ და საბოლოო ადგილებს გაითამაშებენ.

უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის თამაშებს ტრევიზოში გამართავენ. 25 ივნისს  მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხდებით, 6 ივლისს კი შოტლანდიას. ფლეი ოფები 12 ივლისსაა ჩანიშნული.

 პირველი ხაზი:  სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (პროვანსი), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), გიორგი მაისურაძე (ლელო), ნიკა სუთიძე (ლა როშელი) ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, ბადრი ციხისთავი (ლელო);

მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (ნარბონი), გიგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), პაატა გალდავა (აია);

მესამე ხაზი:  რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი)

№9: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო)

№10: მატის მოდებაძე (მონპელიე), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (ლელო)

№12-13: გიორგი ჩიქოვანი (ლელო), იოანე მეტრეველი (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო)

№11-14: შალვა აფციაური (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ვიტალი ირემაძე (ბათუმი)

№15: გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი).