ვალენსიამ ბეტისს მოუგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა (ვიდეო)

09:45 / 11 ნოე 2022
ვალენსიამ ბეტისს მოუგო – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა (ვიდეო)

ლა ლიგის მორიგ ტურში, ვალენსიამ ბეტისს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გოლები ანდრე ალმეიდამ, ჰუგო გილამონმა და ჯასტინ კლუივერტმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ღამურებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, პირველად მოიგეს.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა გიორგი მამარდაშვილი. ქართველმა მეკარემ Whoscored.com-ზე 7.3 შეფასება მიიღო.

ვალენსია ლა ლიგაში 19 ქულით მე-10 ადგილზეა და გატუზოს გუნდი შემდეგ მატჩს ვილიარეალთან გამართავს.