ვალენსიამ ფრე ითამაშა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

21:21 / 6 ნოე 2022
ვალენსიამ ფრე ითამაშა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ლა ლიგის მე-13 ტურში ვალენსია, რომლის რიგებშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, სევილიას ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და თავიდან ბოლომდე გაისარჯა. მამარდაშვილმა Whoscored.com-ზე საკმაოდ კარგი 6.8 შეფასება მიიღო.

ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატში 16 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ ტურში ბეტისს შეხვდება.