ვანდას ბეჭედი

16:04 / 18 ოქტ 2021
ვანდას ბეჭედი

ახალი ამბავი ვანდა ნარას ცხოვრებიდან…

დიდი ამბებია ამ დღეებში იკარდების ოჯახში. გასულ კვირადღეს, პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის, მაურო იკარდის მეუღლემ, ეშხიანმა ვანდა ნარამ, შეიტყო, რომ ქმარი ღალატობს, დაჰკრა ფეხი და ბავშვებთან ერთად პარიზიდან მილანში გაიქცა.

მაუროს კაეშანი მიეძალა და თავადაც გაქანდა მილანში. ვანდა მოძებნა, ბოდიში მოუხადა და ინსტაგრამში ფოტოც დადაო, სადაც საყვარელ მეუღლესთან ერთადაა გადაღებული. თანაც ორი გულიც მიახატა.

Mauro Icardi posted a photo on Sunday showing Nara with her ring on

ხალხმა იფიქრა, შერიგდნენო. მაგრამ, ნურას უკაცრავად. ვანდამ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ქმარს, თუ ქმარყოფილს ლამის მთლად მოუღო ბოლო. სურათზე ვანდას მაჯვენა ხელის მტევანია გამოსახული საქორწინო ბეჭდის გარეშე. თან კომენტარიც ახლავს: „დღე მშვიდობისა. ჩემი თითები უბეჭდოდ უფრო მომწონს…“

გაგრძელება იქნება…