ვანო კარკაძე ბრივში სამი წლით დარჩა

22:47 / 25 დეკ 2021
ვანო კარკაძე ბრივში სამი წლით დარჩა

საქართველოს ნაკრების შეკინების კვაჭი ვანო კარკაძე საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ბრივში კიდევ სამი წლით დარჩება. ქართველმა მორკინალმა, ახლახან, გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ბრივში კარკაძეთან ერთად რამდენიმე ქართველი მორაგბე ასპარეზობს. ესენია: სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძენ და თედო აბჟანდაძე.