“ვარდისფერი პიჯაკი არ დაგავიწყდეს” – ევლოევმა თოფურია ხელახლა გამოიწვია

18:47 / 22 იან 2022
“ვარდისფერი პიჯაკი არ დაგავიწყდეს” – ევლოევმა თოფურია ხელახლა გამოიწვია

მოგეხსენებათ, UFC 270-ზე ილია თოფურიას მოვსარ ევლეოვის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. ორი დაუმარცხებელი მებრძოლის დაპირისპირება კი ევლოევის ბრძოლიდან გამოთიშვის გამო ჩაიშალა – მოვსარი ბრძოლამდე 3 კვირით ადრე, კოვიდით დაინფიცირდა. მოვსარი კანადელმა ჩარლზ ჟორდენმა ჩაანაცვლა, თუმცა გუშინ ბრძოლას თოფურიაც ჩაეხსნა – ქართველს წონის კლების დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

ამ ინციდენტს UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა და მოვსარს მიმართა, რომ ახლა მისი ჯერი იყო. ევლოევმაც არ დააყოვნა და ილია ხელახლა გამოიწვია:

“UFC, მომეცით უფლება, რომ გაუგებრობა ილია “ბუმერანგ” თოფურიასთან 19 მარტს, ლონდონში მოვაგვარო. ილია, მოყვარულო მებრძოლო, გამაგებინე თუ სპეციალურ წონაში მოგინდება ბრძოლა… ვარდისფერი პიჯაკი არ დაგავიწყდეს.”