ვასილ კაკოვინი ორი წლით პარიზში რჩება

23:40 / 28 დეკ 2021
ვასილ კაკოვინი ორი წლით პარიზში რჩება

სტად ფრანსეს შერკინების კვაჭი ვასილ კაკოვინი პარიზულ სტად ფრანსეში კიდევ ორი წლით რჩება. 31 წლის ქართველ მორაგბეს, რომელსაც ბორჯღალოსნების რიგებში 25 კეპი აქვს მოხვეჭილი, აქამდე ბრივში, ტულუზში და რასინგში უთამაშია. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2011 წლის მსოფლიოს თასზე იასპარეზა.

მიმდინარე სეზონში კაკოვინმა სტად ფრანსეში 11 მატჩში ითამაშა, აქედან ხუთჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო.