ვილი სანიოლი: მეტოქემ რაღაც მომენტში გვაჯობა, მაგრამ დისციპლინით დავამარცხეთ

23:12 / 23 სექ 2022
ვილი სანიოლი: მეტოქემ რაღაც მომენტში გვაჯობა, მაგრამ დისციპლინით დავამარცხეთ

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 ტურში ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

„დღეს ჯგუფის მოგებას ვზეიმობთ, მაგრამ მაგრამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მატჩები რამდენიმე თვეში გაიმართება და ამაზე ჯერ არ ვფიქრობთ. მეტოქისთვის ბურთის დათმობა არ დაგვიგეგმავს.

დღეს მაკედონიამ სხვა სისტემით ითამაშა და გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ალღო აგვეღო. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მოთამაშეების ნაწილი პრესის ქვეშ თამაშობდა. პირველი გოლის შემდეგ გუნდი გაიხსნა. ჩრდ. მაკედონია ძლიერი გუნდია, რაღაც მომენტში შესაძლოა გვაჯობეს, მაგრამ მთლიანობაში სათამაშო დისციპლინა და ის კლასი გამოვავლინეთ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გიბრალტარში ვის ვათამაშებ ჯერ არ გადამიწყვეტია. თუ საჭირო გახდება ცვლილება, ამას გავაკეთებ. მთავარია, ფიზიკური კონდიციებს ვინ როგორ აღიდგენს. ვნახავთ და შემადგენლობას ამის მიხედვით დავაყენებთ.

ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ ერთი იდეით იწყებ და მერე ცვლი. პირველ ტაიმში სისწრაფე დაგვაკლდა და გოლის შემდეგ გავიხსენით. მთავარია, რომ შევცვალეთ თამაში და გამარჯვბება მოვიპოვეთ. ჩაკვეტაძის მდგომარეობას რაც შეეხება, დღეს სიცხე და მუცლის ტკივილი აწუხებდა. ხვალ დილით თუ არ გამოჯანმრთლდა, გიბრალტარში ვერ ითამაშებს. თუმცა, იმსახურებს და ეს გამგზავრებამდე გვცეოდინება”. – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.