ვილი სანიოლი: ყველა მატჩს საკუთარი ისტორია აქვს

17:57 / 22 სექ 2022
ვილი სანიოლი: ყველა მატჩს საკუთარი ისტორია აქვს

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ ისაუბრეს.

ვილი სანიოლი: “ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ფავორიტი. ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი ჩრდ. მაკედონიაა. ჩვენჯერ-ჯერობით წარმატებით გამოვდივართ ამ ჯგუფში. ჩვენი მიზანი კვლავ მოგება და ჯგუფში პირველი ადგილია. ძალიან იმედგაცრუებულები ვიქნებით, თუ ასე არ მოხდება.

ფეხბურთში მიზნად ქულის აღებას არასდროს დაისახავ. წარმატების საუკეთესო რეცეპტი იმის კეთებაა, რაც გამოგვდის. ეს დაცვაში კარგი თამაშია. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ თუ ისევე მივუდექით ხვალინდელ მატჩს, როგორც ივნისის თამაშებში, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

რთული სათქმელია ბიჭები ახლა უფრო კარგ ფორმაში არიან თუ 3 თვის წინ. სრული შემადგენლობით ჯერ მხოლოდ 1 ვარჯიში ჩავატარეთ. 23 ფეხბურთელი გვყავს და შევეცდები რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო. უპირატესობა იმ ფეხბურთელებს მიენიჭებათ, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ.

სასიამოვნოა როცა ფეხბურთელები მაღალ დონეზე და ბევრს თამაშობენ. როცა გუნდი ჩავიბარე სხვა სიტუაცია იყო. ეს მოთამაშეები, რომლებიც პროგრესირებენ, ქართული კლუბების აღზრდილები არიან. კლუბების და ფედერაციის მუშაობა აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ. ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება.

გუნდში ჯანსაღი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია გუნდში ასეთი დადებითი განწყობა არ ყოფილა. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი რისკი ის არის, რომ მოთამაშეები შეიძლება ცოტა მოდუნდნენ. სამწვრთნელო შტაბის დავალებაა, ის რომ ბიჭებს ვუთხრათ, ყველა მატჩს საკუთარი ისტორია აქვს.

გურამ კაშია: “წნეხი ყოველთვის არის, განსაკუთრებით მაშინ როცა ჯგუფის მოგებასთან ახლოს ხარ. რაც შეეხება გულშემატკივარს, ეს ჩვენთვის მოტივაციაა. ყველანი მოტივირებულები ვართ და გვიხარია სავსე დინამო არენაზე თამაში.

ლოჩოშვილი ძალიან პროფესიონალია, რამდენიმე წელია ვიცნობ და ეტყობა, რომ ბევრს შრომობს. სერია ა ძალიან რთული სათამაშოა. მის 3 თამაშს ვუყურე და კარგი შთაბეჭილება დატოვა. ლუკა პროგრესირებს და იმედია ასე გააგრძელებს. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.

ჩრდ. მაკედონიასთან წაგებული ფინალის გახსენება აღარ მსურს. ახლა ძალიან მოტივირებულები ვართ. დღეს ძალიან კარგი და ჯანსაღი გარემობა. ძალიან კარგი ახალლგაზრდები გვყავს, რისი იმედიც ყველას გვაქვს. ისიც სასიხარულოა, რომ 99% თავის გუნდში რეგულარულად თამაშობს.

ჩაკვეტაძე ძალიან პროფესიონალია, მუდამ სავარჯიშო დარბაზშია. ხანდახან აქვს პერიოდი თითქოს ჩანს, რომ არ შრომობს, მაგრამ ასე არ არის. გიორგი ფეხბურთით ცხოვრობს. მას დიდი დრო გაუცდა და გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ ოპტიმალური ფორმა დაიბრუნოს. იმედია ის კვლავ მაღალ დონეზე ითამაშებს.