ვილი ჰერნანგომესი – ევრობასკეტის MVP

ვილი ჰერნანგომესი – ევრობასკეტის MVP

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა 88:76 დაამარცხა საფრანგეთი და არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო კონტინენტის პირველობა (2009, 2011, 2015, 2022).

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხუანჩო ჰერნანგომესი გახდა, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და 27 ქულა დააგროვა. ესპანელმა ცენტრმა 11 ნასროლი ბურთიდან 9 ჩააგდო(9-დან 7 სამქულიანი), მის ანგარიშზე ასევე იყო 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ხუანჩოს ძმა – ვილი ჰერნანგომესი დასახელდა. ევრობასკეტის მიმდინარეობისას ესპანელი ცენტრი საკუთარი გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, საშუალოდ მატჩში კი 17,2 ქულას და 6,9 მოხსნას აგროვებდა.

null

ევრობასკეტ 2022-ის სიმბოლურ ხუთეულში ვილი ჰერნანგომესის გარდა ასევე მოხვდნენ: დენის შროდერი (გერმანია), ლორენცო ბრაუნი (ესპანეთი), რუდი გობერი (საფრანგეთი) და იანის ანტეტენკუმპო (საბერძნეთი).

null