ვინუსის წარუმატებელი დაბრუნება

ვინუსის წარუმატებელი დაბრუნება

ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში სტარტი აიღო WTA-ს მორიგმა ტურნირმა. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვინუს უილიამსმა პირველ წრეში 6:4 1:6 4:6 წააგო რებეკა მარინოსთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამერიკელი ჩოგბურთელისთვის ეს მარცხი ორმაგად მტკივნეული იყო, რადგან მესამე, გადამწყვეტ სეტში 4:1 იგებდა და ამის შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი დათმო.

42 წლის ვინუსისთვის ეს გახლდათ პირველი ოფიციალური მატჩი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ.

null

ცოტათი იმედგაცრუებული ვარ. მესამე სეტში ძალიან კარგ პოზიციაში ვიყავი, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შეივინარჩუნე.

ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ეს მარცხი ალბათ მოსალოდნელიც იყო. უკეთესად მოვემზადები და იმედია მომდევნო ტურნირზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებ” – განაცხადა წაგებული მატჩის შემდეგ დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებულმა.

ვაშინგტონის ტურნირზე წყვილთა თანრიგში სცადა ბედი ემა რადუკანუმ. პირველ რაუნდში რადუკანუ/ტაუსონის ტანდემმა 4:6 1:6 წააგო ნიკულესკუ/ჰრადეცკას საკმაოდ გამოცდილ წყვილთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

19 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა თავის კარიერაში პირველად ითამაშა ოფიციალური შეხვედრა წყვილთა თანრიგში, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

ემა იუნორების დონეზეც კი არასდროს თამაშობდა წყვილებს..