“ვირთხა ხარ… უბრძოლველად დამარცხდი” – თოფურია ევლოევს მიმართავს

18:19 / 14 იან 2022
“ვირთხა ხარ… უბრძოლველად დამარცხდი” – თოფურია ევლოევს მიმართავს

23 იანვარს, UFC 270-ზე დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას, მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მოვსარ ევლოევი ბრძოლას გამოეთიშა, მიზეზად კოვიდი სახელდება. ამ ბრძოლის მიმართ გულშემატკივრებს დიდი მოლოდინები ჰქონდათ, ვინაიდან ქვემსუბუქი წონის ორი დაუმარცხებელი ახალგაზრდა მებრძოლი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ ევლოევმა თოფურიას სოც.ქსელში რამდენჯერმე უხეშად მიმართა და დაემუქრა, რომ სასტიკად დაამარცხებდა. ბრძოლის მოახლოვებასთან ერთად კი სურათი შეიცვალა. ბუნებრივია, იმედგაცრუებულია თავად ილია თოფურიაც, მრავალთვიანი მომზადებისა და ზემოთ ნახსენები გამოწვევების მიუხედავად, ბრძოლა არ შედგება. ამასთან დაკავშირებით თოფურიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ევლოევს მიმართავს:

“ჰეი შენ, პატარა ვირთხავ… მე არაფერი დამიწყია, ყველაფერი შენ დაიწყე, ინტერნეტში მაგარი ბიჭის როლს ირგებდი. მე მითხრეს რომ 23 თებერვალს ლოს ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი და აქ ვარ. საიდანაც მე ვარ, როცა ორ კაცს ბრძოლა აქვს და ერთი არ მოვა, მას ლაჩარს ვეძახით, შენც ზუსტად ეს ხარ. მამაცი მხოლოდ ტელეფონის მიღმა ხარ, ონლაინში. უბრძოლველად დამარცხდი, იმიტომ რომ იცოდი რაც მოხდებოდა.”