შეგიძლიათ, წახვიდეთ!.. ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე უცხოელებს გზა გაუხსნა

შეგიძლიათ, წახვიდეთ!.. ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე უცხოელებს გზა გაუხსნა

ფიფამ რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს უფლება მისცა, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ კონტრაქტი. ეს ვადა წლეულს 30 ივნისამდე იყო და აი, ერთი წლით კიდევ გადასწიეს.

ეს ფიფას ოფიციალურ საიტზე წერია. ქართველებსაც ეხებათ.

„ფიფას რჩევის ბიურომ გადაწყვიტა, რომ ეს ვადა გადაეწია, რათა დაეხმაროს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ.

…თუ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციისა და რუსეთის საფეხბურთო კავშირში შემავალი კლუბები უცხოელებთან 2022 წლის 30 ივნისამდე არ გააფორმებენ ხელშეკრულებას და თუ ეს შეთანხმება წერილობით ფორმაში არ იქნება დარეგისტრირებული, ამ უცხოელებს შეეძლებათ თავისი შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა 2023 წლის 30 ივნისამდე”. (sport-express.ru)

რუსეთის საფეხბურთო კავშირი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.