ვიქტორ კოლელიშვილი კლერმონის მწვრთნელია

12:14 / 15 ივნ 2022
ვიქტორ კოლელიშვილი კლერმონის მწვრთნელია

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული კლერმონის ყოფილი მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი მწვრთნელი გახდა. ის, ახლახან, კლერმონის ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა სათავეში.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ კოლელიშვილი კლერმონის ღირსებას რვა წლის განმავლობაში იცავდა და 2017 წელს გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. მან კარიერა დროზე ადრე, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო დაასრულა.

ვიქტორ კოლელიშვილმა ეროვნულ ნაკრებში 50 კეპი მოიხვეჭა. მან ბორჯღალოსნების შემადგენლობაში 2011 და 2015 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზა.