ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი მესამეჯერაც დაამარცხა [VIDEO]

16:08 / 3 ივლ 2022
ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი მესამეჯერაც დაამარცხა [VIDEO]

UFC 276-მა გულშემატკივრების მოლოდინები გაამართლა – ამ ივენთზე ვნახეთ ყველაფერი – ნოკაუტები, საბმიშენები, ჩაშლილი ორთაბრძოლა, ლეგენდარული კოუბოის გაცილება, ისტორიული ტრილოგია…

ღონისძიების ორი სატიტულო ორთაბრძოლიდან, ერთ-ერთი ჰოლოუეისა და ვოლკანოვკის რიგით მესამე დაპირისპირება გახლდათ. მებრძოლებს შორის გამართული წინა ორი ბრძოლა, ალექსანდრ ვოლკანოვკის გამარჯვებით დასრულდა. შედეგი დღესაც იგივე იყო – თუმცა განსხვავებული სცენარით. წინა ორი ბრძოლა, საკმაოდ დაძაბული და ახლო იყო – განსაკუთრებით მეორე ბრძოლა. ბევრს მიაჩნდა, რომ მეორე დაპირისპირებაში ჰოლოუეის მოგება მსაჯებმა წაართვეს. თუმცა, დღეს ვოლკანოვკიმ გამარჯვება ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე, პირწმინდად მოიგო. ავსტრალიელმა ჰავაელს ხუთივე რაუნდში აჯობა და მეტოქეს დიდი ზიანიც მიაყენა. ეს მისთვის ქამრის მე-4 დაცვა იყო, ვოლკანოვსკი ნელ-ნელა აღნიშნული წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლის სტატუსისკენ მიიწევს.