“ვფიქრობ, ალდო დვალიშვილს დაამარცხებს” – თი ჯეი დილაშოუ [VIDEO]

17:48 / 28 ივლ 2022
“ვფიქრობ, ალდო დვალიშვილს დაამარცხებს” – თი ჯეი დილაშოუ [VIDEO]

21 აგვისტოს, UFC-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ქართული MMA-ს ისტორიაში უდიდეს ბრძოლას გამართავს. იგი სპორტის ლეგენდას, ყოფილ ჩემპიონს, ბრაზილიელ ჟოსე ალდოს დაუპირისპირდება. ამ ბრძოლაში გამარჯვებით, ქართველი მანქანა ფაქტობრივად ინაღდებს სატიტულო ორთაბრძოლას.

აღნიშნული წონა დაკომპლექტებულია არაერთი ვარსკლავითა და ყოფილი ჩემპიონებით. ერთ-ერთი მათგანი, თი ჯეი დილაშოუ, საჩემპიონო ბრძოლაში მერაბის მეგობარსა და მოქმედ ჩემპიონს, ალჯამეინ სტერლინგს დაუპირისპირდება. დილაშოუ გუშინ არიელ ჰელვანის შოუს ესტუმრა, სადაც მის მომავალ ბრძოლაზე და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ისაუბრა. დილაშოუმ პროგნოზი მერაბისა და ალდოს დაპირისპირებაზეც გააკეთა:

დილაშოუ: “ვფიქრობ, ალდო მოახერხებს გამარჯვების მოპოვებას.”
ჰელვანი: “მერაბი საკმაოდ რთული მეტოქეა, შენ არ მოიხიბლე მისით?”
დილაშოუ: “მე ალდოს დაბრუნებით უფრო მოვიხიბლე. როცა მან წონა შეიცვალა და სუპერმსუბუქში ჩამოვიდა, არ მეგონა რომ კარგად იასპარეზებდა. თუმცა იგი ბრძოლიდან ბრძოლამდე იხვეწება და უკვე ხედავთ, ახალ წონაშიც სადამდე მოვიდა”

იხილეთ ვიდეო: