“ვფიქრობ, რომანი ვეტორის დაამარცხებს” – ისრაელ ადესანია [VIDEO]
![“ვფიქრობ, რომანი ვეტორის დაამარცხებს” – ისრაელ ადესანია [VIDEO]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2023/03/ades.png)
UFC-ს საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ, თავის იუთუბ არხზე ახალი ვიდეო განათავსა, სადაც მოახლოვებულ UFC 286-ის ბრძოლებზე წინასწარი პროგნოზი გააკეთა.
ადესანიამ მისი წონის კონტენდერების, რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის ბრძოლაზეც ისაუბრა:
“რომანს ეტყობა, რომ თუ დაგარტყა, ძალიან გატკენს. იგრძნობა, რომ იგი დარტყმაში მის მთელს წონას დებს. როცა ვეტორი ფეხზე ჩხუბობს, იგი უბრალოდ გპრესავს, წნეხში გამყოფებს, ხოლო რომანს შეუძლია ბრძოლა ერთი დარტყმით დაასრულოს. ჩემი აზრით, რომანი მოიგებს – იგი მძიმედ ურტყამს და თან არც ვეტორის ძლიერი მხარეა დაცვა.