ზაინ უილიამსონის ხელფასი და წონა ერთმანეთთან კავშირშია

ზაინ უილიამსონის ხელფასი და წონა ერთმანეთთან კავშირშია

ივლისის დასაწყისში “ნიუ ორლეან პელიკანსმა” თავის უმთავრეს ვარსკვლავს – ზაიონ უილიამსონს მაქსიმალური კონტრაქტი გაუფორმა. მძიმე ფორვარდი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 193 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

null

23 წლის კალათბურთელმა კონტრაქტის პირობების თანახმად შესაძლოა 38 მილიონი დოლარით მეტი გამოიმუშავოს(ხელფასი გაიზრდება 231 მილიონამდე), თუ NBA-ს მომდევნო სეზონში უილიამსონი რომელიმე ინდივიდუალურ მიღწევას დააფიქსირებს (გახდება რეგულარულის MVP,მოხვდება სეზონის სიმბოლურ გუნდში, გახდება წლის საუკეთესო დამცველი).

გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა ზაიონის სახელფასო ფონდი შემცირდეს თუ კალათბურთელი ვერ გააკონტროლებს საკუთარ წონას.კონტრაქტის პირობების თანახმად მომდევნო 5 წლის განმავლობაში უილიამსონის ორგანიზმში ცხიმების პროცენტულობა არ უნდა აღემატებოდეს 29,5%-ს.

null

გაფორმებული კონტრაქტით მისაღები თანხა ასევე შემცირდება, თუ კალათბურთელი ტრავმას მიიღებს და გამოტოვებს დიდი რაოდენობით მატჩებს.

შეგახსენებთ, რომ ზაიონმა გასული სეზონი სრულიად გამოტოვა ტრავმების გამო.