ზვერევის უიღბლო სტატისტიკა

ზვერევის უიღბლო სტატისტიკა
ალექსანდრ ზვერევი
სტეფანოს ციციპასი
როლან გაროსი 2021

როლან გაროსის პირველ ნახევარფინალში, სტეფანოს ციციპასმა ურთულეს, 5 სეტიან ბრძოლაში 6:3 6:3 4:6 4:6 6:3 სძლია ალექსანდრ ზვერევს და ფინალის საგზური მოიპოვა.

ბერძენმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეოთხე ნახევარფინალი ითამაშა დიდი სლემის ტურნირებზე და პირველად მოახერხა ფინალში გასვლა. სტეფანოსს ATP TOUR-ზე ჯამში 16 ფინალი აქვს ნათამაშები და 7 მოგებული.

როლან გაროსის ფინალში გასვლით ციციპასი პირველად შეაბიჯებს მსოფლიო რეიტინგის ტოპ 4-ში.

ფინალში ბერძენის მეტოქე ან რაფაელ ნადალი იქნება (2:7 პირად შეხვედრებში, 1:3 გრუნტზე) ანდაც ნოვაკ ჯოკოვიჩი (2:5 პირად შეხვედრებში, 0:3 გრუნტზე)

თავისმხრივ ალექსანდრ ზვერევმა კარიერაში მესამედ იასპარეზა დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში და მეორედ დამარცხდა.

24 წლის გერმანელი დიდი სლემის ტურნირებზე 10-ჯერ შეხვდა ტოპ 10-ის მეტოქეს და მეათედ წააგო. ყველაზე მაღალრეიტინგიანი ჩოგბურთელი, რომლისთვისაც ზვერევს «შლემებზე» მოუგია – ფაბიო ფონინია (N12 მსოფლიო რეიტინგში).