ზვერევმა შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო

ზვერევმა შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო

მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ალექსანდრ ზვერევმა 76 წუთში 6:4 6:4 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში მეორედ მოიგო NITTO ATP FINALS. გერმანელ ჩოგბურთელს ზედიზედ 5 მატჩი ქონდა წაგებული დანილთან, თუმცა საშამ ეს ცუდი სერიაც დაასრულა და მაჟორულ ნოტაზე შეხვდება ახალ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონს.

პირველი სეტის სტარტზე ზვერევმა იოლად შეძლო ადრეული ბრეიკის შესრულება და 3:1 დაწინაურდა. გერმანელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა – 40-ჯერ ჩააწოდა პირველი ბურთით, საიდანაც 33 მოიგო. მედვედევი ბევრს ეცადა, თუმცა ბრეიკპოინტამდე ვერცერთხელ ვერ მივიდა და პარტია 4:6 წააგო.

null

მეორე სეტის პირველსავე გეიმში საშამ კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე, ანგარიშში უპირატესობასთან ერთად ფსიქოლოგიური ჰანდიკაპიც დაისაკუთრა.

დანილს მიღებაზე არაფერი გამოსდიოდა – მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთხელ მივიდა 40:40-მდე, სადაც გერმანელმა ისევ ცივსისხლიანად მოიგო მომდევნო ორი ქულა და მასთან ერთად გეიმიც.

საშა ბადესთანაც კომფორტულად გრძნობდა თავს – არაერთხელ მოუწია წინ გასვლა და თითქმის ყველა შემთხვევაში ქულის მოგებით დაასრულა ეპიზოდი.

6:4 6:4 – მატჩპოინტზე, ზვერევმა მეორე მცდელობიდან გაუშვა ეისი მეტოქის ნახევრისკენ და 2018 წლის შემდეგ პირველად მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი.

გერმანელმა ჩოგბურთელმა 2021 წელს ჯამში მეექვსე ტიტული მოიგო -( აკაპულკო, მადრიდი, ოლიმპიადა, ცინცინატი, ვენა და შემაჯამებელი) და ამ შედეგით გადაასწრო სეზონის ლიდერებს – ნოვაკ ჯოკოვიჩს და კასპერ რუუდს.

ზვერევმა 59 მატჩის მოგებით დაასრულა 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი (არ აპირებს დევისის თასზე თამაშს) რაც ასევე საუკეთესო შედეგია ATP TOUR-ზე.