ზინედინ ზიდანი: ბენზემასთვის უფროსი ძმასავით ვარ, ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ

17:17 / 18 ოქტ 2022
ზინედინ ზიდანი: ბენზემასთვის უფროსი ძმასავით ვარ, ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ

ოქროს ბურთი წელს კარიმ ბენზემამ მოიგო. ფრანგმა 2021-22 წლების სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ჯილდო დამსახურებულად მიიღო. ბენზემას ამ წარმატებას მისი თანამემამულე და ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა.

“ბენზემასთვის ფაქტობრივად უფროსი ძმასავით ვარ. ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთი წარმომავლობა გვაქვს, ის ლიონიდან არის მე კი მარსელიდან. ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ. კარიერის დასაწყისი ადვილი არცერთისთვის არ ყოფილა. ჩვენ უბრალო გარეუბნის ბავშვები ვიყავით, რომლებიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდნენ. მეც და ბენზემამაც ოცნება შრომისმოყვარეობით ავიხდინეთ. ჩვენი ოჯახები ალჟირში მეზობელი სოფლებიდან არიან და ესეც გვაერთიანებს. 

როცა რეალს ვწვრთნიდი, კარიმთან სიამოვნებით ვმუშაობდი. მას რჩევებს ვაძლევდი, მაგრამ უკვე ძალიან კარგი იყო. კარიმს საკმაოდ მცირე შესწორებებს ვაძლევდი, დეტალებს. მე აღფრთოვანებული ვარ იმით თუ როგორ აკონტროლებს ბურთს, ამის ყურება ძალიან სასიამოვნოა. იყო დრო როცა ერთად თამაში გვინდოდა. მას ბევრად მეტი გოლის გატანაში დავეხმარებოდი.” – ციტირებს ზიდანის სიტყვებს L’Equipe.