თავბერიძის ოქრო ზაგრებში

17:09 / 19 ივლ 2022
თავბერიძის ოქრო ზაგრებში

ზაგრებში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა – 15-წლამდელთა შორის, სადაც წარმატებით გამოდიან ჩვენ გუნდები.

18 ივლისს გამოსვლა დაამთავრეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, რომლებიც სამშობლოში მედლებით დატვირთულები დაბრუნდებიან.

18 ივლისს ასპარეზობა დაიწყეს ბერძენ-რომაელებმა და…

ოქრო პირველსავე დღეს მოიპოვა ოზურგეთელმა ერეკლე თავბერიძემ, რომელმაც 48 წონითი კატეგორიის ნახევარფინალში თურქი მელიჰ იეგინი დაამარცხა, ხოლო ფინალში მის გზას აზერბაიჯანელ საიად ნაგჰიზადე გააუყოლა და ევროპის ჩემპიონის მედალი ირგუნა. სათქმელია, რომ 48-ში თავბერიძემ ფინალამდე გზად რეზი გუჯაბიძეც ჩამოიშორა, წილისყრამ ასე ინება, თორემ, ვინძლო ქართული ფინალიც გამოსულიყო.