“თავი მაღლა ასწიე ელ კუკუი!” – ფერგიუსონს UFC-ს მებრძოლები ამხნევებენ

UFC-ს ლეგენდარულმა ვეტერანმა მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, განვლილ UFC 274-ზე მძიმე მარცხი განიცადა. ელ კუკუისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ. ბრძოლის პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო მეორე რაუნდის დასაწყისში ჩენდლერის ფრონტქიქმა ტონი ოქტაგონს უგონოდ დაანარცხა.
4 წაგებამდე ტონის ზედიზედ 12 გამარჯვება ჰქონდა, რაც ამ ცუდ სერიას კიდევ უფრო რთულად გადასატანს ხდის მებრძოლისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერგიუსონი UFC-ს გულშემატკივრების უსაყვარლესი მებრძოლია. ტონის მიმართ სიმპატიას არც თავად მებრძოლები მალავენ. მის მარცხს UFC-ს ვარსკლავები გამოეხმაურნენ:
“თავი მაღლა ასწიე, შენ უკვე ამ სპორტის ლეგენდა ხარ!” – ხამზატ ჩიმაევი
Keep your head up you are already a legend in this sport @TonyFergusonXT
— Khamzat Chimaev (@KChimaev) May 9, 2022
“ვისაც ტონი ფერგიუსონი არ უყვარს, ის MMA-ს გულშემატკივარი არაა. ამაყი ვარ რომ შენს წინააღმდეგ ვიბრძოლე ჩემპიონო!” – მაიკლ ჩენდლერი
If you don’t love @tonyfergusonxt you’re not an mma fan. Proud to compete against you champ. CSO! #ufc274 https://t.co/pEAvDtjnG2
— Michael Chandler (@MikeChandlerMMA) May 9, 2022
“წარმატებები და წარუმატებლობები ამ სპორტის ნაწილია. მე შენით აღტაცებული ვარ ტონი. შენ დიდი ისტორია გაქვს. თავი ასწიე ელ კუკუი! თუ სურვილი გექნება, შეგიძლია შემდეგი ბრძოლისთვის ერთად მოვემზადოთ, სან-პაულოში.” – ჩარლზ ოლივეირა
We're among big dogs, up&downs are part of our jorneys. I admire you a lot @tonyfergusonxt. You've the history inside the Octagon. Head up "El Cucuy"!
If you wish, let's train together in ChuteBoxe's hedquarter in São Paulo for your nxt fight. You're a brother!#UFC pic.twitter.com/hNyd4wbLZd
— Charles 'DoBronxs' Oliveira (@CharlesDoBronxs) May 9, 2022