თამაშიდან გაგდებული ლებრონ ჯეიმსი და ჩხუბი NBA-ში

თამაშიდან გაგდებული ლებრონ ჯეიმსი და ჩხუბი  NBA-ში

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩის რანგში „დეტროიტი“ საკუთარ არენაზე მასპინძლობდა „ლეიკერსს“. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 9 წუთით ადრე კალიფორნიული გუნდის ლიდერმა – ლებრონ ჯეიმსმა გამიზნულად ჩაარტყა იდაყვი სახეში „პისტონზის“ ცენტრ აიზია სტიუარტს და წარბი გაუხეთქა.

აიზიას სისხლი წასკდა და ამან სპორტსმენი წყობილებიდან გამოიყვანა, რომელმაც არაერთხელ სცადა საჩხუბრად მისვლა ლებრონ ჯეიმსთან. დარბაზში სიტუაცია უაღრესად დაიძაბა – ადგილობრივი დიქტორი განუწყვეტლივ მოუწოდებდა მაყურებელს რომ თავი შეეკავებინა და არ ჩამოსულიყო საჩხუბრად მოედანზე.

სამწვრთნელო შტაბის წევრები სათითაოდ აკავებდნენ NBA-ს ვარსკვლავებს, რათა კონფლიქტი მასობრივ ჩხუბში არ გადასულიყო – 2 კაცი იჭერდა რასელ ვესტბრუკს, 3 კაცი რაჟონ რონდოს. სტიუარტის გაკავებას კი თითქმის ნახევარი დარბაზი დასჭირდა, რომელიც რამდენჯერმე თითქოს გაიყვანეს გასახდელისკენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოექცათ – აიზიას ერთადერთი მიზანი ქონდა – ეცემა ჯეიმსი და ამით შური ეძია „მეფე ლებრონზე“. „დეტროიტის“ ცენტრი დიდი წვალებით საბოლოოდ მაინც გაიყვანეს მოედნიდან.

null

მსაჯების გადაწყვეტილებით ლებრონი გაძევებული იქნა მატჩიდან არასპორტული საქციელისთვის – ჯეიმსისთვის ეს კარიერული მეორე გაძევებაა – 2017 წელს ის მსაჯებთან კამათისთვის მიაბრძანეს მოედნიდან.

ყველას თვალწინ დაუდგა 2004 წელს დეტროიტში მომხდარი დიდი ჩხუბი, როდესაც „ინდიანას“ კალათბურთელებმა მასობრივი ჩხუბი გამართეს ტრიბუნაზე და გულშემატკივრებს „დაერივნენ“.