თორნიკე ნაგლიაშვილმა მეტოქე 37 წამში დააფინიშა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა [VIDEO]

21:17 / 27 მარ 2022
თორნიკე ნაგლიაშვილმა მეტოქე 37 წამში დააფინიშა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა [VIDEO]

26 მარტს გამართულ Flex Fight Series-ის ივენთზე, ISKA MMA-ს ქვესაშუალო წონის სატიტულო ორთაბრძოლაში თორნიკე ნაგლიაშვილი ჯონ ოდის დაუპირისპირდა. ქართველმა მებრძოლმა გამარჯვება პირველივე რაუნდის 37-ე წამზე, ხელის მტკივნეულით მოახერხა. ეს ნაგლიაშვილისთვის მესამე გამარჯვება იყო კარიერაში – ქართველი დაუმარცხებლად ასპარეზობს.

ნაგლიაშვილის დებიუტი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გასული წლის ნოემბერში შედგა. იგი ნიუ იორკში, მერაბ დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობს ლეგენდარულ დარბაზ Longo and Weidman MMA-ში. აქამდე თორნიკე ძიუდოში ასპარეზობდა – 2018 წელს ევროპის თასს დაეუფლა, იქამდე კი არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებზე.