“თუ ვინმეს ალდოსთვის გდების გაკეთება შეუძლია, ეს მერაბია” – დენიელ კორმიე

19:43 / 19 აგვ 2022
“თუ ვინმეს ალდოსთვის გდების გაკეთება შეუძლია, ეს მერაბია” – დენიელ კორმიე

UFC 278-ზე ყველაზე დიდი ქართული ბრძოლა შედგება. ქართველი მანქანა, მერაბ დვალიშვილი, ლეგენდარულ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება.

მერაბი უმაღლესი დონის მოჭიდავეა, ალდო კი უმარლესი დონის სტრაიკერი – გაიმარჯვებს ის, რომელიც თავის ძლიერ მხარეს კარგად გამოიყენებს. სწორედ ის გადაწყვეტს ბრძოლის ბედს, შეძლებს თუ არა მერაბი ალდოსთვის გდების გაკეთებას და პარტერში ჩაყვანას.

ცოტა ხნის წინ გამართულ აწონვების ლაივ გადაცემაში, მერაბმა კორმეის ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ალდო გადაეყვანა პარტერში. კორმიემ კი დვალიშვილს შემდეგი პასუხი გასცა:

“მოდი ასე ვიტყვი, ჟოზე ალდოს პარტერში ჩაყვანა მთელი მისი კარიერის მანძილზე ყველას უჭირდა. მაგრამ ახლა, თუ ვინმეს ამის გაკეთება შეუძლია, რომ გადაიყვანოს პარტერში ჟოზე ალდო და ასე დაამარცხოს, ეს მერაბ დვალიშვილია. ამ მებრძოლის შესაძლებლობა, რომ სულ მიისწრაფვოდეს გდებაზე, მართლაც წამროუდგენლად მაგარია.”