“თუ ლევანის და დათვის ჩხუბს შეესწარით, დათვს უშველეთ” – რას წერენ უცხოელები

17:23 / 11 სექ 2021
“თუ ლევანის და დათვის ჩხუბს შეესწარით, დათვს უშველეთ” – რას წერენ უცხოელები

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია – ეს არ არის ქართული, სუბიექტური განცხადება – ეს არის ის, რასაც უცხოელი გულშემატკივრებისგან ხშირად მოისმენთ.

გასული თვეების მანძილზე, ლევანი ცნობილი იუთუბერისა და სპორტსმენის, ლარი ვილის არხზე რამდენიმე ვიდეოში გამოჩნდა და სხვადასხვა ჩელენჯებში მიიღო მონაწილეობა. მისი დომინაცია და სიძლიერე იმდენად შესამჩნევი იყო, რომ უცხოელი გულშემატკივრების სახალისო კომენტარებმაც არ დააყოვნა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

“როცა ლევანი აზიდვებს აკეთებს, ამ დროს თვითონ კი არ იწევა, არამედ დედამიწა ჩადის ქვემოთ”

“როცა ლევანი დაიბადა, ექიმებს უთხრა რომ ტირილი შეეწყვიტათ”

“როცა ლევანი სარკეში იხედება, ის მის ანარეკლს ვერ ხედავს, რადგან ლევანი მხოლოდ ერთია!”

“როცა ჰალკი ბრაზდება, ის ლევანი ხდება”

“როცა ლევანს ავტობუსი დაეჯახა, 7 მგზავრი დაიღუპა”

“როცა ლევანი მაღაზიაში რამეს ყიდულობს, მოლარე აქეთ უხდის”

“თუ ლევანის და დათვის ჩხუბს შეესწარით, დათვს უშველეთ”

‘როცა ლევან პოლიცია აჩერებს, თავად პოლიციელი აჩვენებს მას მართვის მოწმობას”