“თუ საჭირო გახდა, მერაბის გამო წონას შევიცვლი” – ალჯამეინ სტერლინგი

15:41 / 22 ნოე 2021
“თუ საჭირო გახდა, მერაბის გამო წონას შევიცვლი” – ალჯამეინ სტერლინგი

მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი და მერაბის წონის მოქმედი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ვინაიდან მერაბი უკვე მიუახლოვდა საჩემპიონო ქამარს, რომელსაც ალჯო ფლობს, გაჩნდა კითხვის ნიშნები – თუ როგორ გადაწყდება ქამრის ბედი. ალჯოს და მერაბს არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი ერთმანეთს არასდროს შეებრძოლებოდნენ, თუმცა რომელი შეიცვლიდა წონას, ამაზე არასდროს უსაუბრიათ.

ცნობილ MMA-ს ჟურნალისტთან, Schmo-სთან საუბრის დროს, ალჯომ განაცხადა, რომ როცა მერაბის ქამარზე ორთაბრძოლის დრო მოვა, იგი წონას შეიცვლის – ერთი დივიზიონით მაღლა, 145 ფაუნდში (66 კგ-ში) ავა და ასპარეზს დვალიშვილს დაუთმობს. ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მერაბს ოქტაგონზე არასდროს შეებრძოლება.

ქართველი “მანქანა”, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის მე-6 ნომერია და შეიძლება ითქვას, სატიტულო ბრძოლამდე მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებს.