იანის ანტეტენკუმპოს ფანტასტიკური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან

იანის ანტეტენკუმპოს ფანტასტიკური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები აგრძელებს მოსამზადებელ ეტაპს ევრობასკეტ 2022-თვის. დიმიტრის იტუდისის გაწვრთნილმა ბერძნებმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს და მეტოქე 86-70 გაანადგურეს.

null

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც 20 წუთში 31 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. “გრიკ ფრიკმა” თამაშიდან 13-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 11 ბურთი ჩააგდო.

ბერძნებმა პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა. იანისის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 31:13 მოიგეს და ამით ფაქტობრივად გადაწყვიტეს გამარჯვებულის ბედი . მეორე და მესამე პერიოდებში ესპანელებმა გაიბრძოლეს – გილერმო ერნანგომესის ლიდერობით მსოფლიოს ჩემპიონებმა მეტოქესთან ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა იანისი როგორც კი პარკეტზე დაბრუნდა, ბერძნები ისევ გაიქცნენ ანგარიშში და ამის შემდეგ “უკან აღარც მოუხედავთ”.

საბერძნეთი – ესპანეთი 86:70 (31:13, 19:22, 13:22, 23:13)

საბერძნეთი: ი.ანტეტენკუმპო (31+10 მოხსნა), დორსი (11), აგრავანისი (9).

ესპანეთი: გ. ერნანგომესი (15).