ივლისში იტალია გვესტუმრება

20:34 / 17 ნოე 2021
ივლისში იტალია გვესტუმრება

იტალიურმა www.onrugby.it გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის ნაკრები მომავალი წლის ივლისის ტესტებზე საქართველოს ნაკრებს თბილისში ეწვევა. სკუადრა აძურა ასევ სტუმრად ითამაშებს რუმინეთის ეროვნულ გუნდთან.

ამასთან ერთად, სამხრეთ აფრიკული გამოცემა News24 ცნობით, ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი” მომდევნო სეზონიდან სამხრეთ აფრიკული “ქარი კაპის“ პირველ დივიზიონში ითამაშებს

პირველ დივიზიონში გამარჯვების შემთხვევაში სამხრეთ აფრიკული საკლუბო რაგბის რანგით ყველაზე მაღალ პრემიერ დივიზიონში ბოლო ადგილზე გასულთან გამართავს შეხვედრას და გამარჯვებული პრემიერ დივიზიონში დაწინაურდება. შეჯიბრება 26 მარტს დაიწყება.

ეს პროექტი სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის დოკუმენტის თანახმად ხორციელდება.