ილიას ზუროსი: დილას ვიგრძენი, რომ მოვიგებდით, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები

ილიას ზუროსი: დილას ვიგრძენი, რომ მოვიგებდით, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა 82-76 დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და ქართული სპორტის ისტორიაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ნათელი ფურცელი მიამატა ქართული სპორტის მატიანეს.

არანაკლებ ემოციური და საამაყო იყო მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია.

null

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი

მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. დიდებული იყო ჩვენი გუნდის ენერგია, რაც გულშემატკივარმა მოგვცა. ენერგია მოდიოდა მათგანაც, ვინც სახლიდან გვიყურებდა. ვამაყობთ, რადგან დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ახლა დავისვენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ.

– როდის ვიგრძენი, რომ მოვიგებდით? – დილას ვიგრძენი, მაშინ, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები, მათი მიდგომა, მათი მონდომება. დღეს დავინახეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება. მადლობა შერმადინსა და შენგელიას, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელებს დაელაპარაკნენ, რაც გუნდის სულისთვის აუცილებელი იყო.

დაცვა გამარჯვების მთავარი საწინადრი იყო. მეტოქეს იოლი ბურთების ჩაგდება დავანებეთ, თუმცა წუთშესვენების შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ბექაურმა ბევრი დაფარება გააკეთა, ბევრი ბურთი მოხსნა, შენგელია, შერმადინი – ყველა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაცვამ მოგვაგებინა. ევრობასკეტზე ბევრი ძლიერი მეტოქე გვყავს. ბულგარეთი, ბელგია ძალიან ძლიერები არიან. მონტენეგრო ძალიან ძლიერია. თურქეთსა და ესპანეთს NBA-ს კალათბურთელები ჰყავთ.

– ველოდებით სანდრო მამუკელაშვილს, გოგა ბითაძეს. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. გვინდოდა წნეხი მოგვეხსნა მაკფადენისთვის და მან კარგად ითამაშა. თუმცა უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი. ერთი თამაში არაფერს ნიშნავს, მთავარია სტაბილურობა და სწორი გზით მუშაობა“.

null

თორნიკე შენგელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი:

გამოვაჩინეთ სახე, როგორ შეგვიძლია ორი სხვადასხვა ტიპის მატჩი ჩავატაროთ – ცუდი და კარგი. პროფესიონალები ვართ და როცა ვიცით, სამ დღეში თამაშია, უნდა მოვახერხოთ, ერთ დღეში გავაანალიზოთ წინა შეხვედრა და მომდევნოზე მოვახდინო კონცენტრირება.

დიდი ენერგიის წყარო მოგვცეს ბექა ბექაურმა, რატი ანდრონიკაშვილმა და ყველა კალათბურთელმა, ვინც სათადარიგოთა სკამზე იყო. ეს ენერგია იგრძნობოდა დილიდანვე, რასაც დაემატა გულშემატკივრის მხარდაჭერა – ენით აუწერელი იყო”.

null

რატი ანდრონიკაშვილი

არა მგონია, რომ გუნდს ვულიდერე, უბრალოდ საჭირო მომენტში ბურთი მქონდა ხელში და შევძელი ჩაგდება. ყველამ იცის, ჩვენი ლიდერები ვინც არიან, რა თქმა უნდა, მათი და თითოეული მოთამაშის გარეშე, ვინც დღეს ითამაშა, არ გამოვიდოდა ეს მოგება. ნახეთ, ბექა ბექაურმა, როგორც ითამაშა, ალბათ, თვითონ ელოდა, ჩვენც გვინდოდა ასე რომ ეთამაშა, ყველა გაგვაოცა და ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებ, თითოეული კალათბურთელის 100%-ით დახარჯვით. გულშემატკივარმაც დიდი წვლილი შეიტანა, დიდი დარბაზია, მაგრამ ყველა ჩაგდებულ ბურთზე იგრძნობოდა ემოცია. კარგად დამამახსოვრდება ამ დარბაზში პირველი თამაში“.

null

გიორგი შერმადინი

ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს და საშინაო ატმოსფერომ დიდი როლი ითამაშა. მინდა, გულშემატკივრებს, საოცარ ხალხს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მართლაც, შესანიშნავად ვითამაშეთ, მწვრთნელმა, რა დავალებები მოგვცა, პრაქტიკულად 100%-ით შევასრულეთ და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ევრობასკეტზეც ასეთი ატმოსფერო იქნება და ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ. თამაშამდე, ხუმრობით ვთქვი, რომ ესპანეთს აქ ჩამოსვლა ეშინოდა და სიმართლე აღმოჩნდა”

null

ბექა ბურჯანაძე

ძალიან მიხარია, რომ ახალ დარბაზში პირველ თამაშში ასეთი ატმოსფერო იყო და ასეთი გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა, მივულოცო ჩემს თანაგუნდელებს, სტაფს, გულშემატკივრებს და მთლიანად საქართველოს. მინდა, ეს გამარჯვება საწინდარი იყოს მომავალში ბევრი გამარჯვების. წინ ევრობასკეტია და ჩემი აზრით, ძალიან კარგი დინამიკით მივდივართ. ევრობასკეტამდე ბევრი თამაში გველოდება, როგორც ამხანაგური, ისე ოფიციალური და ეს სათანადოდ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ“.

null

სერჯო სკარიოლო, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

დიდებული გულშემატკივრობა იყო, ქომაგები საკუთარ გუნდს ამხნევებდნენ, რამაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა. ეს ძალიან მოგვეწონა და სექტემბერში აქ დაბრუნებას მოუთმენლად ველით.”