ილია თოფურია მომდევნო ბრძოლაში ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება

17:48 / 29 ივლ 2022
ილია თოფურია მომდევნო ბრძოლაში ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება

ილია თოფურიას ბრძოლა ჩაენიშნა – ქართველი მატადორი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება. ბრძოლა 29 ოქტომბერს, ლას ვეგასში, UFC Apex-ში გაიმართება.

მოგეხსენებათ, თოფურია არ იქნება პირველი ქართველი, ვისაც ედსონ ბარბოსა დაუპირისპირდება. ბარბოსა გასული წლის აგვისტოში გიგა ჭიკაძეს დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ჭიკაძესთან მარცხის შემდეგ, ბარბოსამ შემდეგი ბრძოლაც დათმო. უნდა ითქვას, რომ ქვემსუბუქ წონაში კარგი სტარტის მიუხედავად, ბრაზილიელს საქმე ახლა ცუდად მიდის. თოფურიასთან ბრძოლას 36 წლის ვეტერანი ორი მარცხიტ ხვდება. რაც შეეხება ილიას, იგი მსუბუქ წონაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თავის წონას უბრუნდება. ქართველი UFC-ში დამარცხებელია 4-დან 4 მოგება – აქედან 3 ნოკაუტი.