ინგლსი “მილუოკიში”, კემბა “დეტროიტში”

ინგლსი “მილუოკიში”, კემბა “დეტროიტში”

NBA-ში გრძელდება სატრანსფერო ციებ-ცხელება, “მილუოკი” კი კიდევ უფრო ძლიერდება. ამჯერად “ბაქსმა” 34 წლის ავსტრალიელი ფორვარდი ჯო ინგლსი დაიმატა.

The AThletic-ის ინფორმაციით, მხარეები 1 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რა დროის განმავლობაშიც კალათბურთელი 6,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

null

შეგახსენებთ, რომ ჯომ 7,5 სეზონი “იუტას” რიგებში გაატარა და “ჯაზმენების” ერთერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. 2022 წლის თებერვალში, დედლაინის წინ ინგლსი განხორციელებული ტრეიდის შედეგად “პორტლენდში” მოხვდა, თუმცა ავსტრალიელს “ბლეიზერსის” რიგებში არცერთი მატჩის ჩატარება არ მოუწია (დასჭირდა ფეხზე ოპერაცია).

გასულ სეზონში, ჯოს მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა – 7.2 ქულა, 3.5 პასი და 2.6 მოხსნა საშუალოდ მატჩში.

null

დიდი წვალების შემდეგ “ნიუ იორკმა” თავიდან “მოიცილა” კემბა უოკერი. “ნიქსმა” “პატარა გენერალი” “დეტროიტში” გაცვალა, საპასუხოდ კი 2025 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანი მიიღო. სამმაგი გაცვლის შედეგად (შარლოტი, ნიუ იორკი, დეტროიტი) “პისტონზი” 2022 წლის დრაფტზე მე-13 ნომრად აყვანილი ცენტრ – ჯეილენ დურასაც მიიღებს.

გაცნობებთ, რომ კემბას “ნიუ იორკის” მთავარ მწვრთნელთან პირადი კონფლიქტი ქონდა, რის გამოც ამერიკელი გამთამაშებელი რამდენიმეჯერ G ლიგის გუნდშიც კი გადაიყვანეს. NBA-ს გასულ სეზონში უოკერმა ჯამში 37 მატჩი ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში 11.6 ქულას, 3 მოხსნას და 3.5 პასს აგროვებდა (საშუალოდ მატჩში).