ინდიანამ სეზონში მეორე მატჩი მოიგო, ბითაძე ისევ უქულოდ დარჩა

ინდიანამ სეზონში მეორე მატჩი მოიგო, ბითაძე ისევ უქულოდ დარჩა

ნბას 2021-22 წლების სეზონის სტარტზე საკმაოდ მძიმედ გამოიყურება „ინდიანა“. ინდიანაპოლისის საკალათბურთო კლუბი საწყისი 7 თამაშიდან 6-ჯერ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფსკერზე იყო დალექილი.

დღეს გამთენიისას, რიკ კარლაილის გაწვრთნილმა „პეისერსზმა“ საკუთარ მოედანზე 131:118 დაამარცხა „სან ანტონიო“ და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.

null

ისევ ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება „ინდიანას“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც პარკეტზე 9 წუთი გაატარა და მატჩი 0 ქულით (ააცილა 2 სამქულიანი), 1 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა.

გოგამ „პეისერზის“ უკანასკნელ 4 მატჩში ჯამში 22 წუთი ითამაშა და ქართველის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულაა.

ბითაძის ცუდი ასპარეზობის ფონზე, ძალიან კარგად გამოიყურებიან მისი კონკურენტები – მაილს თერნერი და დომანტას საბონისი. ამერიკელმა და ლიტველმა ლომის წვლილი შეიტანეს „სპურსის“ დამარცხებაში –
საბონისმა 24 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა, ხოლო მაილსმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება.

null

„ინდიანამ“ პირველივე მეოთხედში მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, მოუგო რა 12 წუთიანი პერიოდი მეტოქეს 43:33. მასპინძლებმა აღებული ტემპი არც მეორე მეოთხედში დააგდეს, როდესაც „სან ანტონიო“ 35:23 დაამარცხეს და დიდ შესვენებაზე 22 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ტაიმმა ყველანაირი ინტრიგა დაკარგა და „პეისერზმა“ მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 131:118.