“ინდიანა” მაილზ თერნერის და მალკომ ბროგდონის გაცვლას ცდილობს

“ინდიანა” მაილზ თერნერის და მალკომ ბროგდონის გაცვლას ცდილობს

ცხელი სატრანსფერო სეზონი ელოდება “ინდიანას”. გუნდის გენერალურმა მენეჯერმა სერიოზული ცვლილებები დააანონსა და საქმესაც შეუდგა. “პეისერზი” ცდილობს სარფიანად გაცვალოს გამთამაშებელი მალკომ ბროგდონი და ცენტრი მაილზ თერნერი – ინფორმაციას ავრცელებს The Athletic.

null

“ინდიანას ხელმძღვანელები ჯერკიდევ ფიქრობენ, სრული “რებილდინგი” წამოიწყონ და მხოლოდ ახალგაზრდები დატოვონ გუნდში, თუ შეინარჩუნონ რამდენიმე გამოცდილი კალათბურთელი და მათ ირგვლივ ააწყონ ახალი გუნდი.

The Athletic- ის ინფორმაციით, “ნიუ-იორკი” და “ვაშინგტონი” მილაპარაკების აქტიურ ფაზაში არიან შესულები “პეისერზთან” მალკომ ბროგდონის ტრანსფერთან დაკავშირებით. ორივე გუნდს ძალიან ჭირდება სასტარტო ხუთეულის გამთამაშებელი.

null

პარალელურად “ინდიანა” ცდილობს სარფიანად გაცვალოს მაილზ ტერნერი. “პეისერზის” ცენტრის საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურს “შარლოტის” გენერალურ მენეჯერს, რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს მაილზის გადმობირებას.

შეგახსენებთ, რომ ტერნერი “ინდიანაში” ბითაძის უშუალო კონკურენტია. თუ მაილზს გაცვლიან, ასეთ შემთხვევაში გოგას მომავალ სეზონში გაცილებით უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა.