ირლანდიამ ექვსი ერი დიდი სლემით მოიგო (Video)

00:22 / 19 მარ 2023
ირლანდიამ ექვსი ერი დიდი სლემით მოიგო (Video)

ირლანდიის ნაკრებმა ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 29:16 დაამარცხა. სამყურებმა ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და გათამაშებაში დიდი სლემით გაიმარჯვეს.

არადა, მატჩი ინგლისს რომ მოეგო ექვსი ერის გამარჯვებული ისევ საფრანგეთი გახდებოდა. ლე ბლომ ბოლო ტურშიც შესანიშნავად ითამაშა და უელსი შინ 41:28 დაამარცხა.

ხის კოვზი კი, ყველა მატჩში მარცხის გამო ისევ იტალიას ერგო. სკუადრა აძურამ ამჯრად შოტლანდიასთან წააგო 26:14.

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია – 24 ქულა, 2. საფრანგეთი – 20, 3. შოტლანდია – 15, 4. ინგლისი – 10, 5. უელსი – 6, 6. იტალია – 1