ისკო შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ

14:51 / 5 ივლ 2022
ისკო შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ

რომა ნახევარმცველის დამატებაზე მუშაობს. ჯალოროსის ახალი სამიზნე ისკო ალარკონია, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ცნობილია, რომ ამ ამბით პირადად ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული. ისიც დაიწერა, რომ ესპანელს ინტერში გადასული ჰენრიკ მხითარიანის შემცვლელად მოიაზრებენ. ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.

ისკო ბოლოს რეალში თამაშობდა, რომლის ღირსებასაც 2013 წლის ზაფხულიდან იცავდა. 30 წლის ფეხბურთელმა სამეფო გუნდში ბევრ სხვა ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა (5) და ლა ლიგა (3) მოიგო. 2021-22 წლების სეზონში ისკომ 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რომას, გუნდმა კონფერენს ლიგის პირველი გათამაშება მოიგო, სერია ა-ში კი მე-6 ადგილი დაიკავა. ჯალოროსიმ ნემანია მატიჩი უკვე დაიმატა და ისკოსთან ერთად კლემენ ლენგლეც სურს.