კავაი ლეონარდი ისევ ტრავმირებულია

კავაი ლეონარდი ისევ ტრავმირებულია

ლოს ანჯელეს კლიპერსის ვარსკვლავურმა ფორვარდმა – კავაი ლეონარდმა მორიგი ტრავმა მიიღო და გამოტოვებს გოლდენ სტეიტთან დაპირისპირებას(ხუთშაბათს, გამთენიისას).

null

ორშაბათს, იუტასთან მატჩის დროს კავაი ცდილობდა დაებლოკშოტებინა მეტოქე, რა დროსაც ცუდად დახტა პარკეტზე და მარჯვენა ფეხის ტერფის ტრავმა მიიღო.

დაზიანების სიმძიმის ხარისხი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა კლიპერსის ფორვარდს ზედიზედ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მაინც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მუხლის პრობლემების გამო ლეონარდმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი უკვე გამოტოვა და რამდენიემ დღის წინ დაუბრუნდა გუნდს.

კავაიმ მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, ისიც შეზღუდული დროით და ამჯერადაც ტრავმა მიიღო.”ტერმინატორის” სხეული ვეღარ უძლებს დატვირთვებს და ტრავმები ქრონიკული ხდება.

null

ვორიორზთან მატჩში კალიფორნიულ გუნდს ვერც პოლ ჯორჯი დაეხმარება – კლიპერსის უკანა ხაზელს მუხლის ხრტილი აქვს დაზიანებული.