კაია კანეპი ფინალშია

კაია კანეპი ფინალშია

ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გრძელდება WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ნახევარფინალურ სტადიაზე, მსოფლიოს 37-ე ჩოგანმა კაია კანეპიმ 6:3 6:1 სძლია დარია სევილს და კარიერულ, მეათე ფინალში გავიდა.

null

მატჩი 67 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესტონელი ჩოგბურთელი დომინირებდა. კაია მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრწყინვალედ აწვდიდა – პირველ ჩაწოდებაზე მან ჯამში მხოლოდ 4 ქულა წააგო და მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკი “მისცა”, თვითონ კი სევილის ჩაწოდება ხუთჯერ მოიგო.

18 თვიანი პაუზის შემდეგ კანეპი კიდევ ერთხელ გავიდა WTA-ს ტურნირის ფინალში, სადაც მისი მეტოქე სამსონოვა/ვან სიუს შორის გამარჯვებული იქნება.

ბოლოს ესტონელმა ჩოგბურთელმა ფინალში 2021 წლის თებერვალში იასპარეზა (წააგო მელბურნის ტურნირის გადამწყვეტი მატჩი), კარიერაში კი 9 ჩატარებული ფინალიდან 4 აქვს მოგებული და 5 წაგებული.კაიას 2013 წლის შემდეგ WTA-ს დონეზე ტურნირი არ აქვს მოგებული. იგი ამ დანავსული სერიის შეწყვეტას ხვალ შეეცდება.

37 წლის კანეპი ერთერი ყველაზე მებრძოლი ჩოგბურთელია. მიმდინარე სეზონში მან ათჯერ მოახერხა სეტებში 0-1 ჩამორჩენის აღმოფხვრა და მატჩის მოგება, რაც ტურზე საუკეთესო შედეგია. ამ სტატისტიკაში მეორე ადგილზე ამანდა ანისიმოვაა (9 ქამბექი).

WTA TOUR-ზე ანტირეკორიდ ბელორუს არინა საბალენკას ეკუთვნის – 2022 წელს მან უკვე მეშვიდედ წააგო ისეთი მატჩი, სადაც პირველი სეტი მოგებული ქონდა.

null