კაირი ირვინგი მოედანს დაუბრუნდა

კაირი ირვინგი მოედანს დაუბრუნდა

“ბრუკლინი” გამოფხიზლების პროცესშია… ჟაკ ვონის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ შიდა ურთიერთოებები “დაალაგა,” ახლა კი უკვე თამაშების მოგებაზეც “გადაერთო”.

NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში “ნეთსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა მემფისს და 127-115 იმარჯვა.

null

“გრიზლისი” ნიუ იორკში გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ ჯა მორანტი და დესმონდ ბეინი, გუნდმა დასვენების საშუალება მისცა ჯარენ ჯექსონს.

მიუხედავად ლიდერების არყოფნისა მემფისმა პირველი ტაიმი მაინც მოიგო 62-57, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა დილონ ბრუქსი, რომელმაც მატჩი 31 ქულით დაასრულა.

მესამე მეოთხედში საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა კევინ დურანტმა, რომელმაც 12 წუთში 14 ქულა აიღო, ბენ სიმონსმა ოთხიდან ოთხივე სროლის რეალიზება შეძლო და მეოთხე პერიოდის წინ უკვე ნეთსი ლიდერობდა 96-93.

null

უკანასკნელი 12 წუთეული მასპინძლებმა 18-5 გაქცევით გახსნეს და გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვეს. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ვატანაბემ, რომელიც პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და 16 ქულა+3 მოხსნა+3 პასი დააგროვა.

ბრუკლინმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა დასავლეთ კონფერენციაში (8 მოგება, 9 მარცხი).

მატჩის საუკეთსო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა+7 მოხსნა+7 პასი იყო. მიმდინარე სეზონში, ნეთსის 17-ვე მატჩში დურანტულამ მინიმუმ 25 ქულის ჩაგდება შეძლო.

null

5 მატჩიანი, შიდა დისკვალიფიკაცია მოიხადა და პარკეტს დაუბრუნდა კაირი ირვინგი. გამთამაშებელმა საკალათბურთო მოედანზე 26 წუთი დაჰყო და 14 ქულა დააგროვა.

ნელნელა თავდაჯერებას იბრუნებს ბენ სიმონსი – ბენ 10-მა თამაშიდან 13 ბურთი ესროლა, საიდანაც 11 ჩააგდო და მატჩი 22 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით დასრულა.