კანადა დევისის თასის პლეიოფშია

კანადა დევისის თასის პლეიოფშია

ესპანეთის ქალაქ ვანელსიაში გრძელდება დევისის თასის B ჯგუფის შეხვედრები. მესამე ტურის მატჩის რანგში კანადის საჩოგბურთო ნაკრები სერბეთთან 1:2 დამარცხდა, თუმცა პლეიოფის საგზური მაინც მოიპოვა.

პირველ მატჩში ერთმანეთს ლასლო ჯერე და გაბრიელ დიალო დაუპირისპირდნენ. გაცილებით უფრო გამოცდილმა სერბმა 6:2 6:2 იმარჯვა და პირველი ქულა მოუტანა საკუთარ ქვეყანას.

მეორე შეხვედრაში ფელიქს ოჟე-ალიასიმმა 6:3 6:4 სძლია მიომირ კეჩმანოვიჩს და წონასწორობა აღადგინა 1:1.

წყვილთა შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც გალარნო/პოსპიშილის ტანდემმა უარი თქვა მატჩის გაგრძელებაზე და გამარჯვება მეტოქეებს – კრაინოვიჩ/კეჩმანოვიჩს დაუთმო.

null

მიუხედავად განცდილი მარცხისა (1:2), კანადის ნაკრებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და დევისის თასის პლეიოფის საგზური მოიპოვა. პლეიოფში მეორე ადგილოსნის სტატუსით გავიდა სერბეთის ნაკრებიც, მასპინძელი ესპანეთი და სამხრეთ კორეა კი ჯგუფში ჩარჩნენ.

დევისის თასის A, C და D ჯგუფებიდან პლეიოფის საგზურები ასევე მოიპოვეს იტალიის, ნიდერლანდების, ა.შ.შ-ს, ავსტრალიის და გერმანიის ნაკრებებმა..