კანელო ალვარეზმა გენადი გოლოვკინი კიდევ ერთხელ დაამარცხა [VIDEO]

11:52 / 18 სექ 2022
კანელო ალვარეზმა გენადი გოლოვკინი კიდევ ერთხელ დაამარცხა [VIDEO]

თანამედროვეობის ორი გამორჩეული მოკრივე, კანელო ალვარეზი და გენადი გოლოვკინი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. ვეგასში გამართული დაპირისპირება 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვება კანელოს დარჩა – 116-112, 115-113, 115-113.

აქამდე გამართულ შეხვედრებში პირველი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე ბრძოლაში კანელომ იმარჯვა. მექსიკელისთვის ამ ბრძოლაში გამარჯვება განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო, ვინაიდან იგი წინა ბრძოლაში დიმიტრი ბივოლთან დამარცხდა – ამ წაგებამდე, კანელო 9 წელი დაუმარცხებელი იყო.