კანი: ლევანდოვსკი არსად მიდის…

კანი: ლევანდოვსკი არსად მიდის…

ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ლევანდოვსკის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

– ჩვენ ტოპ კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკას სიღრმისეულად აკვირდებიან, რათა მთავარი მიზანის – ჩემპიონთა ლიგის მოგების პერსპექტივა შეაფასონ.

რობერტის შემთხვევაშიც არაფერი შეცვლილა. მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მოუთმენლად ველოდებით, სეზონის წინა მომზადება როდის დაიწყება და შემოგვიერთდება. ლევანდოვსკის შესახებ კითხვას ვუპასუხე. ყოველთვის ვამბობთ, რომ ლიგის მოგება გვინდა, მაგრამ ეს სიტყვები საქმედ უნდა ვაქციოთ.

–          იმ შემთხვევაშიც, თუ ბარსელონა წინადადებას გააუმჯობესებს?

     – ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კლუბი რაც შეიძლება წარმატებული იყოს. კლუბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ლევანდოვსკიმ უკვე აჩვენა. იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთივე სასარგებლო იქნება.

კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და სხვა შესაძლებლობას არ განვიხილავთ,“ – თქვა კანმა