კარლოს ალკარასის მეასე გამარჯვება

კარლოს ალკარასის მეასე გამარჯვება

ინდიან-უელსის მასტერსის მესამე წრის მატჩში, 19 წლის კარლოს ალკარასმა 7:6 (3) 6:3 დაამარცხა ტალონ გრიკსპური და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანს, კარიერის განმავლობაში ATP TOUR-ზე ჯამში 132 მატჩი აქვს ჩატარებული და უკვე საიუბილეო – მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

ჩოგბურთის ისტორიაში, მხოლოდ ჯონ მაკინროუმ შეძლო უფრო სწრაფად 100 მატჩის მოგება, ვიდრე ეს ესპანელმა თინეიჯერმა შეძლო (ჯონს 131 მატჩი დასჭირდა).

გაცნობებთ, რომ 2000 წელს შემდეგ დაბადებულ ჩოგბურთელთა შორის, ალკარასი გახდა მესამე, რომელმაც მე-100 მატჩის მოგება შეძლო. მანამდე ეს ფელიქს ოჟე ალიასიმმა და იანიკ სინერმა შეძლეს.

ინდიან უელსის მოგების შემთხვევაში, ესპანელი თინეიჯერი დაიბრუნებს მსოფლიო რეიტინგში პირველობას.

null

ეხლაც დეტალურად მახსოვს ჩემი პირველი გამარჯვება ATP TOUR-ზე, როდესაც რიოში ალბერტ რამოსი დავამარცხე. ა,ის შემდეგ რამდენი რამე მოხდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ 100 მატჩის მოგება მოვახერხე. ასევე გავიგე, რომ მეორე ჩოგბურთელი ვარ მაკინროუს შემდეგ, რომელსაც ყველაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარება დასჭირდა ამ ნიშნულამდე მისასვლელად. ამ მოვლენითაც ძალიან ვამაყობ” – განაცხადა პრესკონფერენციაზე კარლოსმა.

ინდიან-უელსის 1/8 ფინალში კარლოს ალკარასი ბრიტანელ ჯეკ დრეიპერს დაუპირისპირდება.