კევინ დურანტის სატრანსფერო საგა გრძელდება

კევინ დურანტის სატრანსფერო საგა გრძელდება

4 კვირის წინ კევინ დურანტმა “ბრუკლინს” შეატყობინა, რომ აღარ სურს კლუბში დარჩენა და ტრეიდი მოითხოვა. სატრანსფერო საგაც მყისიერად დაიწყო. ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ვარიანტები, თუ სად შეიძლება გადავიდეს K.D.

“ნეთსი” ჯერჯერობით უარობს, რადგან მისთვის კომფორტულ წინადადებას ელოდება, ისეთს რომელიც NBA-ს ისტორიაში ჯერ არ გაკეთებულა. “ბრუკლინისთვის” რათქმაუნდა იდეალური ვარიანტი იქნებოდა 2022/23 წლების სეზონისთვის საკუთარ შემადგენლობაში დაეტოვებინა კევინ დურანტი, კაირი ირვინგი და ბენ სიმონსი. სწორედ ამ ტრიოს ირგვლივ ეცადა ახალი, წარმატებული გუნდის შექმნა, თუმცა რეალობა სხვაა. გუნდიდან “გაქცევას” ცდილობს როგორც ირვინგი, ასევე დურანტიც.

null

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ნიუ-იორკულ გუნდს ყველაზე საინტერესო შეთავაზება “ბოსტონმა” გაუკეთა. “სელტიქსი” დურანტის სანაცვლოდ “ნეთსს” სთავაზობდა ჯეილენ ბრაუნს, დერიკ ვაითს და დრაფტ პიკებს. “ბრუკლინმა” ეს წინადადება იუარა და NBA-ს გასული სეზონის საუკეთესო დამცველის – მარკუს სმარტის ჩართვაც მოითხოვა ტრეიდში. ამაზე უარი უკვე “ბოსტონის” წარმომადგენლობამ თქვა და კიდევ ერთხელ ჩაიშალა კევინ დურანტის ტრანსფერის ამბავი.

“ბრუკლინმა” კარგად იცის, რომ კევინი ისევ ითხოვს სხვა გუნდში გაცვლას, თუმცა ნეთსი” ელოდება ხელსაყრელ დროს და პირობებს. აქტიურად განიხილება ის ვარიანტიც, რომ ნიუ-იორკულმა გუნდმა NBA-ს ახალი სეზონი “დურანტულასთან” ერთად დაიწყოს და შემდეგ, პროცესში გაცვალოს კევინი.

რათქმაუნდა ყველა ხვდება, რომ აზრი არ აქვს გუნდში გყავდეს ისეთი მოთამაშე, რომელსაც შენთან თამაში არ უნდა.

null