კენგურუზე მაღლა ვერ ახტები…

კენგურუზე მაღლა ვერ ახტები…

მსოფლიო ჩემპიონატის ადრეულ შეხვედრაში, ტუნისი ავსტრალიას დაუპირისპირდა.

ეს გუნდები ისეთ ჯგუფში მოხვდნენ, სამ ქულასს ერთმანეთთან თუ დაგეგმავდნენ, დანარჩენი ორი – საფრანგეთი და დანიაა.

პირველ ტურისგან განსხვავებით (დანიასთან 0:0), ტუნისელები დღეს ისეთი ეფექტურები ვეღარ იყვნენ. “კენგურუები” ტაქტიკურად და ტექნიკურად წინ იყვნენ და მატჩის ძირითადი ნაწილი დომინირებდნენ. ამ სტატიის სათაურიც მატჩის გამოძახილია – გარდა იმისა რომ დიუკმა თავურით ერთადერთი ბურთი გაიტანა, ავსტრალიელებმა ჰაერში ყველაფერი მოიგეს. ცენტრალურმა მცველებმა – სუტარმა და როუელსმა გაუვალი კედელი აღმართეს.

ტუნისის შანსი? – პირველი ტაიმის ბოლოს, კაპიტანი, მსაკნი ურტყამდა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.

მატჩის გმირი

მიუხედავად იმისა, რომ დიუკი 64-ე წუთზე შეცვალეს, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია. გარდა შესანიშვნავი გოლისა, შეტევებს ამწვავებდა და თავური დარტყმებით მეკარის მზაობა  კიდევ ორჯერ მოსინჯა.

ასევე, აღნიშვნის ღირსია გამოცდილი მუის თამაში, რომელიც საკვანძო ეპიზოდებში ჩნდებოდა და სახიფათო მომენტების პრევენციას ახდენდა.

თუ დანიამ საფრანგეთს ვერ მოუგო, ავსტრალიას 1/8 ფინალში გასასვლელად, უდიდესი ალბათობით, სკანდინავიელებთან ფრეც ეყოფა…